დღეს ვიმუშავე ბლოგზე, მივიღე ინფორმაცია ვიდეოს გაზიარებაზე.
Sunday, April 13, 2014
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია
პროექტის
მთავარი იდეა (თემა): თანამედროვე ახალგაზრდებს მოვასმენინოთ კლასიკური მუსიკა.
დავაკავშიროთ კლასიკური მუსიკა ყოველდღიურობასთან.
პროექტის აქტუალობა: დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,
ახალგაზრდები უსმენენ მდარე ხარისხის მუსიკას, ამის გამო ვასმენინებთ კლასიკური
მუსიკის ნიმუშებს, რათა აღიქვან აზრი ჭეშმარიტებისა „რა ძალა აქვს მუსიკას“.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი
თვე (თებერვალი, 2014 წელი).
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ იცის როგორ მოიპოვოს კლასიკური მუსიკის შესახებ
მასალა. მოძებნოს ინტერნეტში თემისთვის შესაბამისი მუსიკალური ნაწარმოებები.
მოსწავლებს შეუძლიათ ჯგუფებში იმუშაონ და შეასრულონ შესაბამისი დავალება.
მოსწავლეს შეუძლია ურთიერთთანამშრომლობა.
პროექტის ბოლოს შეიქმნება პლაკატები,
სლაიდ-შოუ..
პროექტისათვის საჭი რო
რესურსები: კალმები,
თაბახის ქაღალდები, ფანქრები, ფორმატები, 1 კომპიუტერი, 1 პროექტორი. 1 ფოტო-აპარატი,
1 დისკი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.
მოსწავლეებს
ეძლევათ ინდივიდუალური დავალება : მასალების შეგროვება, მოსაწვევი ფრაზის მოფიქრება,
საჭირო ტექნიკის მოძიება.
2.
ჯგუფებში მუშაობა:
I ჯგუფი: დისკზე მუსიკის ჩაწერა;
II.
მოსაწვევი ბარათების დამზადება;
III. ფოტოების გადაღება და სლაიდის დამზადება;
IV.მოსაწვევების დარიგება;
3.
დავალებების
პრეზენტაცია;
4.
დისკუსია;
5.
გამარჯვებული
ფრაზის და სლაიდ-შოუს მომზადება;
6.
შემაჯამებელი
შეხვედრა და პროექტის შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ქართული, ხელოვნება, მუსიკა.
ქართული.
მიმართულება:ზეპირმეტყველება
ქართ.VIII.
1. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე;
ქართ.VIII. 5. მოსწავლეს
შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების
გამოყენება.
მიმართულება:წერა
ქართ.VIII.
9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან
პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე
განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
ხელოვნება.
ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
მუსიკა
მუს.VIII.7. მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო
მუსიკალური ხელოვნების ცნობილი
ნიმუშების დახასიათება.
მუს.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს
მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
მუს.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
ხელმძღვანელის ფოსტა: marina.jalabadze17@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: marina.jalabadze17.blogspot.com
Thursday, April 10, 2014
10 აპრილი
განწყობა? არც თუ სახარბიელოა, დღის ბოლოა და ცოტა დავიღალე!
მაინც მინდა ტრენინგზე ყოფნა, რამდენი რამ შეძლებია ამ კომპიუტერს და არ ვიცოდი.
მაინც მინდა ტრენინგზე ყოფნა, რამდენი რამ შეძლებია ამ კომპიუტერს და არ ვიცოდი.
მარინა ჯალაბაძე
ვარ 115-ე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ამავე დროს ვმუშაობ N 1 ლოგოპედიურ ბ/ბაღში მუსიკის მასწავლებლად. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი ბავშვები, მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ვცდილობ ვიყო ისეთი მასწავლებელი როგორი მასწავლებელიც მინდოდა მყოლოდა.
Friday, April 4, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)